საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აჩუქა.
ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას – ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ“, – წერს ციხელაშვილი.