LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ დინამოზე ივარჯიშა: ბილეთი 5 ლარია

51

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელძღვანელობით, „დინამო არენაზე“ პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელი პროცესი ქვეყნის ცენტრალურ სტადიონზე 90 წუთს გაგრძელდა. „დინამო არენაზე“ ეროვნულმა ნაკრებმა 23 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის პირველ სანაკრებო მატჩს ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში ხვდება.
მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი დღეს, 28 მარტს, 17:30 საათზე, „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართავს.

სტუმართა გუნდი თურქეთიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ყაზახეთის ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა. ჩვენი მეტოქე 28 მარტს, 19:30 სთ-ზე „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელთა პრესკონფერენციების განრიგს, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართება: 19:00 საათზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი უპასუხებს. 20:00 საათზე კი ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია ჩატარდება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 მარტს, 11 საათზე „დინამო არენას“ სალაროებში დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

საქართველო-ყაზახეთის მატჩი 29 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.

 

 

news(8)

12321252_1054868624584354_8548568740969906881_n

12400666_1054869847917565_9119442178879314442_n

12472796_1054868474584369_7642275516351176531_n

download

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები