LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ევროპის დაპყრობა დაიწყო: დიდებული გამარჯვება ლიტვასთან (ფოტოები)

110

საქართველოს ნაკრებმა საოცარი გამარჯვება მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ჩვენმა კალათბურთელებმა თვით ლიტვა დასცეს – 79:77.
ანგარიშიდანაც ჩანს და ისედაც ბუნებრივია, რომ თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წამამდე არაფერი იყო გარკვეული.

შეხვედრის სხვადასხვა მონაკვეთში შესანიშნავ გადაწყვეტილებებს იღებდა ჩვენი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც წარმატებული თამაში. ზაზას დატვირთვა, ცინცაძის შეცვლა, როტაცია – ყველაფერი წესრიგში ქონდა ზუროსს.

ჩვენებმა უძლიერეს მეტოქესთან მთელი გული დადეს მოედანზე და ბრძოლით, ერთიანობით, მონდომებით და მოტივაციით ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს.


მადლობა ბიჭებო, ბრავო საქართველო!
როგორც ჩანს საქართველო ევროპის გაოცებას აპირებს!

 

პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა – 18:18.

სამწუხაროდ, მეორე პერიოდის დასაწყისში ძალიან ცუდად წაგვივიდა საქმე. რამდენიმე შეცდომამ, ჯარიმებმა და ლიტველთა ზუსტმა სროლებმა ის გამოიწვია, რომ მეტოქე მთელი 12 ქულით დაწინაურდა. თუმცა მეოთხედის ბოლომდე ჩვენებმა მაინც გამოასწორეს სიტუაცია და დიდ შესვენებამდე მხოლოდ 5-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩვენმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ფეხი იტკინა და მოედანს აღარც დაბრუნებია. იმედია, მისი ტრავმა (სავარაუდოდ კოჭი გადაუბრინდა) სერიოზული არ აღმოჩნდება და ის გუნდს მომდევნო მატჩებში დაეხმარება.

მესამე მეოთხედი უკვე ჩვენი უპირატესობით დაიწყო და 8:1 გაქცევით საქართველო დაწინაურდა კიდეც – 42:40. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა.
უბრალოდ ცუდია, რომ ზაზას უკვე ოთხი პერსონალური შენიშვნა ქონდა.

ცხადია, გადამწყვეტი მეოთხედიც თანაბარ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. თანაბარი ანგარიში კარგა ხანს შენარჩუნდა. ბოლო წუთი რომ დაიწყო 2 ქულას ვიგებდით. სამწუხაროდ, მარკოიშვილის სამიანი არ ჩავარდა, მაგრამ დაცვაში უჯარიმოდ ვითამაშეთ და ბურთი ავიღეთ, ხოლო დიქსონმა შეტევისთვის განკუთვნილ ბოლო წამებზე შესვლით 2 ქულა აიღო და საქართველო მთელი 4 ქულით დაწინაურდა. გამარჯვებამდე 20 წამი რჩებოდა. ლიტველებმა 10 წამით ადრე ქულამდე შეამცირეს სხვაობა. წუთშესვენების შემდეგ ბურთი ჩვენ გვქონდა. მეტოქე დიქსონზე დაჯარიმდა. ჩვენმა ამერიკელმა მხოლოდ ერთი ჩააგდო. ლიტვას 7 წამი რჩებოდა, სამქულიანის სროლაც მოასწრეს, თუმცა გამარჯვება სრულიად დამსახურებულად საქართველოს დარჩა.

მადლობა ბიჭებო, ბრავო საქართველო!
როგორც ჩანს საქართველო ევროპის გაოცებას აპირებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g