LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო – რა თანხის გადახდა მოუწევს სახელმწიფოს

130
inter rao

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა,

საქართველოს წაგებით დასრულდა დავა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალშიც, რომლის ფარგლებში ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

Inter Rao-სთან დავის მიზეზი სატარიფო გაუგებრობა გახდა. ინვესტორის მტკიცებით, საქართველომ საინვესტიციო შეთანხმების და საინვესტიციო მემორანდუმის პირობები დაარღვია, რითაც მას მრავალმილიონიანი ზარალი მიადგა.

შეგახსენებთ, Inter Rao-სთან დავა 2017 წელს დაიწყო. კომპანია 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g