LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთს მოუგო: დღეს კოლუმბია გველოდება (ვიდეო)

93

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა. იტალიის ქალაქ მონტეკატინიში 9 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება.

საქართველოს ნაკრები 50-55 წლიანთა ტურნირში გამოდის. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში შედიან: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული, ზაზა ცაგარეიშვილი.

საქართველო ჯგუფში კოლუმბიასა და ჩეხეთის ნაკრებებთან მოხვდა. აღნიშნული 3 გუნდიდან შემდეგ ეტპზე ერთი საუკეთესო გადის. ქართველებმა ტურნირის სადებიუტო მატჩში ჩეხეთის ნაკრებს იოლად – 86:40 სძლიეს და თუკი 3 ივლისს, კოლუმბიასაც მოუგებენ, პლეი ოფში გავლენ.

ჩეხეთთან მოგებულ მატჩში 20 ქულით საუკეთესო იყო გია სანაძე. 14 ქულა ჩააგდო ლევან წულაიმ, 10 ქულა დაგროვდა ზაზა ცაგარეიშვილის ანგარიშზე, ხოლო დავით გიორგობიანმა ჩვენს ნაკრებს 9 ქულა შესძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g