LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რუსეთისგან დიპლომატის გაწვევის შესახებ ნოტა მიიღო

90

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„სკრიპალების საქმის“ გამო ჩვენი ქვეყნის მისამართით დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებელი დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის უსაფუძვლო გაძევებაზე საპასუხოდ რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოაცხადა. მან რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს.

შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს ქალაქ მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g