LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენა თავად შესთავაზა – ვლადიმირ ჯაბაროვი

148
BeFunky-collage

„საქართველომ თავად შესთავაზა რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენა“, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.

ჯაბაროვმა, რომელიც რუსეთის ფედერაციული საბჭოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილეა, ასევე თქვა, რომ თბილისმა „აეროფლოტის“ ფრენის აღდგენის საკითხი რამდენიმე კვირის წინ წამოჭრა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: „რუსეთის ფედერაციაში 800 ათასი ქართველი ცხოვრობს.. თუ ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება - ჩვენ მივესალმებით“

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ „რუსებსაც და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებსაც გაუხარდებოდათ ასეთი შესაძლებლობა: პირველ რიგში, გამარტივდება ტურისტული მოგზაურობები, ხოლო შემდეგ უფრო ადვილად მოინახულებენ ახლობლებს.“

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები