საერთაშორისო ბაზარზე ქართველი დიზაინერების პროდუქცია კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება.
2020 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, კომპანიების “ეშვი” და “ნევერნოთ ჯეველერი” პროდუქცია, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ შოურუმში იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე, კომპანიებმა ბიზნესკონტაქტები დაამყარეს და საერთაშორისო პარტნიორებთან 410 ათასი ლარის ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს.
ინფორმაციას თავად სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.