LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი – ეკონომიკის სამინისტრო

93
publika.ge-130--1-1

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-19 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ შემდეგი რამ განაცხადა: „პანდემიამ შეაფერხა საქართველოს პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია, თუმცა დიდი გლობალური გამოწვევის პირობებში, საქართველომ შეძლო ეფექტურად ეპასუხა ამ შოკისთვის და დაბალანსებული მიდგომით, თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი, ერთი მხრივ ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მეორე მხრივ, მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით”.

მან ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ ძალისხმევას და კოორდინირებული პოლიტიკის მნიშვნელობას, პოსტკოვიდურ სამყაროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და რეგიონული ინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში CAREC–ის სტრატეგია 2030 – ის სწრაფი და პროგრესული განხორციელების შესახებ; ასევე მან ყურადღება გაამახვილა საბაჟო პროცედურების გამარტივების შემდგომ საჭირო ნაბიჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქონლის უწყვეტი გადაადგილება CAREC-ის სატრანსპორტო დერეფანში.

გენადი არველაძის თქმით, ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონცეფციის დანერგვით, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის 100% განხორციელებითმისივე განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს დერეფნის ციფრული სისტემის განვითარებას. ტრანსპორტის სფეროში ციფრული სისტემების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიის არსებობის ფონზე.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებს და პროგრამებს რეგიონში მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის.

„პანდემია, სავარაუდოდ, შექმნის ახალ მიდგომებს და ტენდენციებს, მათ შორის გაზრდის ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის მნიშვნელობას. ტურიზმის რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განმტკიცებას, ამით რეგიონის იმიჯის ამაღლებას უცხოელი ვიზიტორების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან. ამ ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g