57 წლის პროფესორ გიორგი გახელაძეს, რომელიც 6-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
გიორგი გახელაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს „ტრენერთა ასოციაციის“ გუნდი და კოლეგას ემოციურად ემშვიდობება:
„ტრენერთა ასოციაცია“ უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი ძვირფასი კოლეგის, გიორგი გახელაძის გარდაცვალების გამო.
საქართველომ… ტრენინგ-ინდუსტრიამ, განათლების სფერომ, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა, ყველა ადამიანმა, ვინც მას იცნობდა, დაკარგა ბ-ნი გიორგი, თუმცა მისი კვალის გასაგრძელებლად დარჩა თაობები, რომელიც მან გაზარდა და განავითარა.
მთელი გულით თანავუგრძნობთ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და სრულიად ყველა ადამიანს, ვინც მას იცნობდა.
პატივისცემით, ტრენერთა ასოციაციის გუნდი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრენერთა ასოციაცია უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი ძვირფასი კოლეგის გიორგი გახელაძის გარდაცვალების გამო….
Posted by ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association on სამშაბათი, 25 ივნისი, 2024