LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას: მიხაილო პოდოლიაკი

107
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას“.

როგორც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პოდოლიაკმა განმარტა, „საქართველოს არავინ სთხოვს უკრაინის გულისთვის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ არამარტო საქართველომ, არამედ სხვა ქვეყნებმაც უნდა გააკეთონ გააზრებული არჩევანი, იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მათი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი“.

„საქართველოს ჰქონდა არჩევანი – ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას. არავინ არ გთხოვთ, უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი იმაზე, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი. თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეს, ან იმ ქვეყნის მხარეს, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით, და თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g