LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში კვირაში 400-ზე მეტი რეისი შესრულდება: „ეს პიკია, ამდენი ადრე არ გვქონია“

53
283062665_4970882466342507_8051524312143325261_n

მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საქართველოს აეროპორტებში კვირაში 400-ზე მეტი რეისი შესრულდება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ვებინარზე “სანქციების პრაქტიკული ანალიზი და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები”  გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანამ მოახერხა და 2019 წლის ტურისტული ნაკადების 50%-ზე მეტი უკვე დაიბრუნა.

„აქტიური მუშაობის შედეგად მოვიზიდეთ სხვადასხვა ავიაკომპანია, ტურისტული მიმართულებებიდან. მოვახერხეთ არსებული ტურისტული ბაზების მეტ-ნაკლებად კომპენსირება, ეს არის ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნები. ეს არის დამატებითი რეისები ამ ქვეყნებთან. გეტყვით, რომ ახლა შევდივართ აქტიურ ტურისტულ სეზონში. 2019 წელთან შედარებით 50%-ზე მეტით უკვე მოვახდინეთ ტურისტული ნაკადების აღდგენა, რაც თანხაში 70%-ზე მეტია. ეს არის ის რასაც წლის დასაწყისშიც ვგეგმავდით და 400-ზე მეტი ფრენა იქნება კვირის განმავლობაში. ეს პიკია, ამდენი ადრე არ გვქონია. მოვახერხეთ ასევე ალტერნატიული ტურისტული ნაკადების მოზიდვაც”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g