LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 71%-იანი კლებაა

84
Tbilisi-dsc-0654-Tbilisi-620x404

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 71%-იანი კლებაა. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან „ავიანიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 208 638 მგზავრს მოემსახურა, რაც 70,69%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებთან შედარებით. „ავიანიუსის“ ცნობითვე, 2020 წლის ოთხ თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 711 858 მგზავრს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 488 944 მგზავრს მოემსახურა.

შეგახსენებთ, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, საქართველომ საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g