საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, ქვეყანას ამერიკელი ინვესტორების დელეგაცია ეწვევა, რომელიც ისეთ ცნობილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს აერთიანებს, როგორებიცაა JPMorgan, Morgan Stanley Investment Management, Kirkoswald, Aberdeen, MetLife და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ინვესტორები სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კი მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობენ.
ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაშიც, რომელიც წელს თიბისი კაპიტალის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ტარდება.
