LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აქვს შანსი, მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე უნიკალური ნიშა დაიკავოს

141
121663761-10158741227828209-6233080492659464023-o

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველად საქართველო Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიულ ჩემპიონატზე წარსდგა. შეფ-მზარეულების შეჯიბრი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს და 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. შეფ-მზარაეულები 2 დღის განმავლობაში, ერთმანეთს ეჯიბრებიან. გამარჯვებულს 3 ნოემბერს ჟიური გამოავლენს.

ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს საშუალებას აძლევს, უნიკალური ნიშა დაიკავოს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე.

საერთაშორისო გასტრონომიულ ღონისძიებაზე წარდგენა ხელს უწყობს ქართული კერძების ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში, გასტრო-ტურიზმის პოპულარიზაციას საქართველოში და მომავალში მეტი ტურისტის მოზიდვას.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპიონატზე ქვეყანას წარმოადგენენ: პირველი Bocuse d’Or საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთნელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული – ლუკა ხინკალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები