LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გაწევრიანდეს თუ არა რომელიმე სტრუქტურაში“ – ზახაროვამ ОДКБ-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა

163
მარია ზახაროვა

„საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, გაწევრიანდეს თუ არა რომელიმე სტრუქტურაში“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაია ზახაროვამ ОДКБ-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

NEWS.ru-სთან ინტერვიუში ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად არჩევანის თავისუფლებისა, განცხადებები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ქვეყნის სავარაუდო მოწვევისა და გადატრიალების შემთხვევაში დახმარების საკითხზე, რუსეთის ოფიციალურ მოსაზრებას არ წარმოადგენს. 

NEWS.ru-მ ზახაროვას ჰკითხა: ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის სამზადისს იძიებენ.

ამასთან დაკავშირებით, ფედერაციის საბჭო საქართველოს სთავაზობს, გაწევრიანდეს ОДКБ -ში და ჰპირდება, რომ მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში, გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში დაეხმარება. როგორ აფასებთ ასეთი სცენარის პერსპექტივას?

მარია ზახაროვა: „ვცდილობთ, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას“

„მოგეხსენებათ, მათ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზები ფუნქციონირებს, ერთობლივად ვიცავთ სახელმწიფო საზღვრებს გარედან შესაძლო პროვოკაციების აცილების მიზნით.“– განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვა: „ალბათ ეს არის პირადი მოსაზრება, შესაძლოა ექსპერტის. ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ მოსაზრებას. ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შეუერთდეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სტრუქტურებს, ამ პლატფორმების შესაძლებლობების გამოყენებით უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს (ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ), თქვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, მათთან ურთიერთობები ვითარდება.. საქართველოს პრეზიდენტი ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ“ – დმიტრი მედვედევი

ეს უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ. რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენული უფლება იქნება ამ ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g