LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს  

526
ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით, 23 თებერვალს, 19:00 საათზე ვებინარი – „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით” გაიმართება.

ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1 400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე და გაზარდონ ბიზნესის გაყიდვები. ამასთანავე, ისინი მიიღებენ ინფორმაციას ციფრული სასაჩუქრე ბარათების შესახებ, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი, თუ სერვისი საუკეთესო საჩუქრად აქციონ.

ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას. შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა – Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და ის ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. Ads მენეჯერის და სასაჩუქრე ბარათების გამოყენება ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელოდება მათთვის საინტერესო შეთავაზებებს. ვებინარზე ვისაუბრებთ Ads მენეჯერის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი და როგორ უნდა გამოიყენონ ის. ეს კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტია მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს“, – განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g