”საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება “Welcome to Georgia“ გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში პრესკონფერენცია 22 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან: „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსი ზურა მასურაშვილი; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი მარინა ჩაიკა და „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი.
ბანკის ინფორმაციით, “Welcome to Georgia“-ს პროექტში, მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
დაჯილდოვების ოფიციალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.