LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

399
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. შპს „ჰოტელეა“, ბანკთან პარტნიორობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4-ში საერთაშორისო ბრენდის Greet by Accor-ის სასტუმროს აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

Greet-ი საერთაშორისო ბრენდის პირველი სასტუმროა საქართველოში. ის 4000 კვ.მ ფართობზე აშენდება და, ჯამში, 114 ნომერს გააერთიანებს.

„საქართველოს ბანკი წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია შპს „ჰოტელეასთან“ ერთად თბილისში მორიგი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდის Greet by Accor-ის ახალ სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარულნი ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ლალი ყელაურაძემ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები