LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ – პრესტიჟული ამერიკული ჟურნალი „Wine Enthusiast“ საფერავის შესახებ წერს

136
საფერავი

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პრესტიჟული ამერიკული ჟურნალის „Wine Enthusiast“ მაისის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გაკეთდა.

„საფერავი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა. იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს… როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ  მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე.

შეგახსენებთ, კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელსაც გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.  

ჟურნალი „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა და ის დღეს, 5 მილიონიანი აუდიტორიით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები