საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად პროგრამის მე-14 ნაკადის მიღება გამოცხადდა. მონაწილეები ინტენსიურ ვორქშოპებს 15-17 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Pullman-ში გაივლიან.
პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ყველა ეტაპზე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. ის ოთხ ძირითად ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ეფუძნება.
ინტენსიურ ვორქშოპებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის ექსპერტისგან მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
- ფინანსების მართვა;
- ციფრული მარკეტინგი;
- გაყიდვების სტრატეგიები;
- ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა.
„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ქალ მეწარმეებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა გავუმარტივოთ. გვჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებას ან უკვე არსებული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ. ინტენსიურ ვორქშოპებზე ისინი გაეცნობიან ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, გაიცნობენ თანამოაზრეებს და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. მოხარულნი ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი იმატებს და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასობით მეწარმე ქალს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დავუჭიროთ მხარი“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
(R)