საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, საფინანსო ინსტიტუტთან პარტნიორობით, გლობალურმა ბრენდმა NEW YORKER-მა თბილისში რიგით მეექვსე მაღაზია გახსნა.
ახალი მაღაზია ილია ვეკუას ქ.#1-ში, სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს და ის მომხმარებლებს ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით მოემსახურება.
გახსნაზე NEW YORKER-მა მომხმარებლებს ზამთრის ახალ კოლექციასთან ერთად სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალური, 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ.
NEW YORKER გერმანული ბრენდია, რომელიც 1971 წელს დაარსდა და მსოფლიოს 44 ქვეყანაში 1100-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 2011 წლიდან საქართველოში მას კომპანია ISOLA-G წარმოადგენს, რომელიც Pan European Fashion Group-ის წევრია და ქართველ მომხმარებლებს არაერთ საერთაშორისო ბრენდს, მათ შორის, Burberry-ს, Polo Ralph Lauren-სა და სხვა ბრენდებს სთავაზობს.
„საქართველოს ბანკისა და ISOLA–G-ს პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და ამ დროის განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ კომპანიის განვითარებას და გაძლიერებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით NEW YORKER-ის კიდევ ერთი, მეექვსე მაღაზია გაიხსნა. საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანია, რადგან მათ დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს ეკონომიკაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ნიკოლოზ მითაიშვილმა.
(R)