LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მობილბანკში East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი უკვე ხელმისაწვდომია

847
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ამჯერად მათ East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.

East Point-ის ციფრული ვაუჩერით ადრესატს შესაძლებლობა აქვს არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ სავაჭრო ცენტრის პარტნიორ ყველა ობიექტში შეიძინოს სასურველი ნივთები.

ინფორმაციისთვის, ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით. შეძენილი სასაჩუქრე ბარათი ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-ში ემატება და გადახდაც მობილურის მეშვეობითაა შესაძლებელი.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g