ახალი წლის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს.
ბანკის ცნობით, 2018 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. ოთხშაბათს, 3 იანვარს კი ”საქართველოს ბანკისა” და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.
”მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 30 და 31 დეკემბრის ჩათვლით. 30 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ დილის 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. კვირას, 31 დეკემბერს იმუშავებენ ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. 3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, -ნათქვამია განცხადებაში.