საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ახლახან ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს, 19:00 საათზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება.
ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ ის ბიზნესებს და როგორ მოითხოვონ ონლაინ, სწრაფად, მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, ინტერნეტბანკის მეშვეობით.
ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია 21 თებერვლის 12:00 საათამდე.
„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს იმ არხში ვთავაზობთ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ან სსიპ ტენდერებში სურთ მონაწილეობა, ვალდებულება აქვთ, გარანტია წარადგინონ. საქართველოს ბანკი კი ამ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს აიღონ სატენდერო გარანტია უზრუნველყოფის გარეშე, ონლაინ, ინტერნეტ ბანკინგში. ვებინარზე გვსურს ბიზნეს მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენ მიერ დანერგილი სიახლეები სატენდერო გარანტიების მიმართულებით და ის უპირატესობები, რასაც საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ბიზნეს დაკრედიტების Tribe-ის ლიდერმა თორნიკე ჯავრიშვილმა
(R)