LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში” მსურველებს ფონდების მოძიებას ასწავლიან

104

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი იწყება.

როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ან არის პროექტების მენეჯერი, დირექტორი თუ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი და სურს მიიღოს გამოცდილება ფონდების მოძიების საკითხში.

”ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის და რა ეტაპებს გადის საპროექტო განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე. როგორ ხდება ფონდების მოძიება და ბიუჯეტის შედგენა. ტრენინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. მონაწილეები ნიმუშის სახით შეადგენენ კონცეფციას, პროექტის განაცხადს და ბიუჯეტს”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ [email protected]-ზე  გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ან დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: www.bog.edu.ge.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგზე რეგისტარციის ბოლო ვადაა კი 29 თებერვალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები