LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 5 ადვოკატი დაიცავს

106
BeFunky-collage (2)

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ინტერესებს აიპ „იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს.

ხუთი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი საქმეში უკვე ჩაერთო.

ერთ-ერთი ადვოკატი, ციცი ბაბუნაშვილი გრიგოლ ნარსიას იზოლატორში ხვდება, მასთან შეხვედრამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გრიგოლ ნარსიას შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და ვარაუდობს, რომ ბანკში შეჭრაც სწორედ აღნიშნულსა და მძიმე სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება.

„შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.. ტანზე რაც ჰქონდა სათამაშოებიდან იყო აწყობილი“ – ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

კიდევ ერთი ადვოკატი სოსო ქუთათელაძე ამბობს, რომ დაცვის მხარე დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზას მოითხოვს.

გრიგოლ ნარსია გუშინ “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალში შეჭრიდან თითქმის 10 საათის შემდეგ დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g