LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

77
teroristi-qutais-bank-saq-1024x576

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე დაკავებულს, გრიგოლ ნარსიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორმა ბრალის გაცნობისას განაცხადა, რომ ნასამართლეობის ცნობის მიხედვით, გრიგოლ ნარსია ორჯერ დააკავეს თურქეთში 2015 და 2016 წლებში, ერთხელ ძარცვის მცდელობის და მეორედ ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით.

ცნობისთვის, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე დაკავებულს, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედავებიან. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g