საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებს, ასევე ქვეყნის შიგნით ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორისაა გლობალური სატარიფო ომი, სანქციები, რუსეთ-უკრაინის ომი, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხები. ამასთან, აღინიშნა, რომ ბიზნესის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები, რომელიც უკვე მეორე წელია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ბიზნესის საინვესტიციო აქტივობების კუთხით. დამატებით, საუბარი შეეხო ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის მნიშვნელობასა და შესაძლო ცვალებადობის გავლენას ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიების კომერციულ ტრანსაქციებზე.