LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის სპეციალურ წესში დაგეგმილი ცვლილებებზე იმსჯელეს

31
bagu-e1511169637372-620x330

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ მუშაობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. ამჯერად, BAG-ის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების სადისკუსიო თემა  ანგარიშფაქტურის გამოწერის სპეციალური წესი იყო. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ანგარიშფაქტურის გამოწერის სპეციალურ წესზე ნებაყოფლობით გადასვლა, რაც ე.წ. „კეთილსინდისიერ“ შემსყიდველს საშუალებას მისცემს თავიდან იქნეს აცილებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენისას დღგ-ს არამართლზომიერად გადახდა მომწოდებლისთვის და შესაბამისად გადასახადის ჩათვლა.

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მენეჯმენტმა დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა,  როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ასევე სახელმწიფო დონეზე.

„როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი საგადასახადო შემოწმებისას საკმაოდ მტკივნეულად აისახებოდა ბიზნეს სუბიექტებზე. მისასალმებელია, რომ შემოთავაზებული ცვლილების საფუძველზე შესაძლებელი ხდება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენისას, კეთილსინდისიერი შემსყიდველის დაცვა, რაც მას საშუალებას მისცემს, მესამე პირის (გამყიდველის) ნაცვლად,  გადაიხადოს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ს გადასახადი კონკრეტული შესყიდვის ნაწილში, რაც  შემდგომში მოსალოდნელი საგადასახადო კონტროლის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს დაიცავს ამ ოპერაციაზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმებისაგან“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g