LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად თურქეთი დაეხმარება

75

საქართველოს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად თურქეთი დაეხმარება.  ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენების გამოსაგზავნად მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ვერტმფრენებს უკვე ელოდებიან.

ამის შესახებ პრემიერმინისტრის ბორჯომში ჩასვლის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, თურქეთიდან  ორი  და აზერბაიჯანიდან კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოვა.

ამ წუთებში პრემიერი საგანგებო შტაბთან თათბირს მართავს, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა გეგმით იმოქმედებს ხელისუფლება.

პარალელურად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დამატებითი ტექნიკის მობილიზება ხდება.  მძიმე სახანძრო ტექნიკა ადგილზე უკვე ჩავიდა და ხანძრის ადგილას მიემართებიან.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 270 მეხანძრე-მაშველი და სიტუაციის შესაბამისად მათი რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები