LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება (ფოტო)

775
basseterre-st-kitts-and-nevis1

საქართველოს და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება. შეთანხმებას ქართული მხრიდან გაერო-ში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე მოაწერს ხელს, რაზეც უფლებამოსილება მას პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიანიჭა.

უვიზო რეჟიმით როგორც საქართველოს, ისე სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქეები ისარგებლებენ.

სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია ცენტრალურ ამერიკაში, კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

 

ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ 2014 წლის სექტემბრამდე შემოდიოდნენ.

 

 

ბოლო პერიოდში ერთადერთი, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს ის გახლავთ, რომ 2017 წლის 7 ივნისს თბილისში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ითამაშა ამ ეგზოტიკურ ქვეყანასთან და 3:0 მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g