LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 5 ახალი დაცული ტერიტორია დაემატა – სახალხო პლატფორმა

30
ნატალია-სულთანიშვილი

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 5 ახალი დაცული ტერიტორია დაემატა – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“   დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატალია სულთანიშვილმა ისაუბრა.

 რამდენი დაცული ტერიტორია გვაქვს უკვე საქართველოში?

2022 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 116 720 ჰექტარით გაიზარდა და 912 908 ჰექტარი შეადგინა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია. შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები: რაჭის დაცული ტერიტორიები, ტანას და თეძამის დაცული ლანდშაფტი და ტანას აღკვეთილი, კვერეთის აღკვეთილი ზემო იმერეთში.

მიმდინარე და მომდევნო წლებში გაგრძელდება აქტიური მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. წელს დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება გურიაში. ამ მიმართულებით, კვლევები გაგრძელდება სამეგრელოსა და სვანეთში.

რას უწყობს ხელს ახალი დაცული ტერიტორიების მატება?

რაჭის დაცული ტერიტორიების, კვერეთის აღკვეთილის და ტანას და თეძამის დაცული ტერიტორიების დაარსებით ხელი შეეწყობა ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, გონივრულ გამოყენებასა და ტყეების მდგრად მართვას, რაც პერსპექტივაში უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, რათა მათ ჰქონდეთ ბუნების ნობათზე წვდომა, როგორიცაა კენკრა, სოკო თუ სხვა.

სამივე რეგიონი გამოირჩევა როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული ღირსშესანიშნაობებით, სწორედ ამ მხარეების განვითარებისა და სამომავლო პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მიზნით, მათ შორის საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნით დაარსდა დაცული ტერიტორიები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ხდება, რაც მათთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია.

რამდენად აქტიურად არიან პროექტებში ჩართული დონორი ორგანიზაციები?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. აღნიშნული პროექტები იდენტიფიცირებული იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, გაიმართება აქტიური შეხვედრები მოსახლეობის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, არის კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). კავკასიის ბუნების ფონდთან ურთიერთობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და მათ მიერ შერჩეულ სამიზნე 11 დაცულ ტერიტორიაზე, საოპერაციო გეგმის შესაბამისად განხორციელდება მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, არსებულის განახლება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ასევე, მომდევნო წლისთვის დაგეგმილია სამიზნე დაცული ტერიტორიების რაოდენობის ზრდა – რომელთა შორისაც მოხვდება რაჭის დაცული ტერიტორიები.

Global Conservation-ის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტო მიიღებს 200 000 დოლარის ოდენობის გრანტს, რომელიც მოხმარდება რაჭის ეროვნული პარკის გაძლიერებას. მიმდინარე წელს Global Conservation-მა გამოთქვა სურვილი მოახდინოს რაჭის ეროვნული პარკისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა და სსიპ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

რა აკრძალვები არსებობს დაცულ ტერიტორიებზე?

ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, როგორც წესი, ახლავს საზოგადოების წინააღმდეგობა, რადგან ახლავს გარკვეული აკრძალვები, რომელიც მანამდე არ იყო, როგორიც არის ნადირობა, თევზაობა და ასე შემდეგ. ჩვენთვის ეს სრულებით გასაგებია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ დაცული ტერიტორიის დაარსებიდან უმოკლეს დროში, დაახლოებით 2 წელიწადში, მოსახლეობა გრძნობს სარგებელს, აქტიურად გრძნობს თავს იმ შესაძლებლობების წყალობით რასაც დაცული ტერიტორიის განვითარება სთავაზობს, და პირიქით, აქეთ გვიჭერენ მხარს და გვეხმარებიან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. მსგავსი შემთხვევები იყო მარტვილში, თუშეთში, მტირალაზე, თუმცა დღეს სულ სხვა სურათს ვხედავთ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები