LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ძირითად რისკებს შორის EBRD დაბალ ვაქცინაციას ასახელებს

66
kovidi

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 3%-ით გაზარდა. ბანკის ცნობით, წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7.5%-მდე გაიზრდება. 2022 წელს კი EBRD კვლავ 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ძირითად რისკებს შორის EBRD დაბალ ვაქცინაციას, პანდემიის სამომავლო მდომარეობას, მოგზაურობის შესაძლო შეზღუდვას და გაზრდილ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დაგეგმა, ხოლო 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g