საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს „კრედიტინფო საქართველო“ თანახმად, მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით:
- საქართველოს თითქმის 1.9 მილიონ მოქალაქეს აქვს მინიმუმ 1 სესხი მაინც, იქნება ეს ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ ლომბარდის.
- ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.
- დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს, ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც.
- სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.
- ფიზიკური პირების ჯამური პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
- ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დაახლოებით, 20% ე.წ. „შავ სიაშია“.