გარდაბანში მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგური აშენდება.
სადგურს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია TTC ააშენებს, რომელიც ენერგეტიკის სექტორში საინჟინრო-სამშენებლო პროექტებს ახორციელებს.
აღნიშნულ სამუშაოებს ჩინეთის საფინანსო სექტორი დააფინანსებს. პროექტის დასრულება, 2019 წლისათვისაა დაგეგმილი, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგოსექტორს 240 მგვტ. დადგმული სიმძლავრე შეემატება.
ჩინური კომპანია სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს და საქართველოში ოფისის გახსნას გეგმავს.
ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის “TCC”-ის ხელმძღვანელ პირებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი.