საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე ათი დღეა, პროტესტს გამოხატავენ უნივერსიტეტის სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერად, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.
მათ უნივერსიტეტის შესასვლელთან გაშლილი აქვთ ლეიბები და პლედები, ადგილზე გაშლილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
სტუდენტების თქმით, მათ უნივერსიტეტში შესვლა მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ირაკლი მიმინოშვილის მხარდასაჭერ მარშში მონაწილეობა მიიღეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ რექტორი გია კავთელიშვილი შეხვდეს მათ სამ წარმომადგენელს და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, უჭერს თუ არა სოლიდარობას პატიმარ სტუდენტს.
უნივერსიტეტთან განთავსებულია ბანერი წარწერით: „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სოლიდარობას არ უცხადებს საკუთარ დაკავებულ სტუდენტს – ირაკლი მიმინოშვილს“.