LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

32

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა – რევაზ არველაძეს.
კიდევ ერთ კანდიდატ მამუკა კვარაცხელიას კი – არც ერთმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა – რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.

“ჰოლიდეი ინნ”-ში და მის მიმდებარე ტერირიაზე დილიდან დაძაბული ვითარება იყო. სასტუმროსთან მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. რამდენჯერმე მოხდა არველაძისა და კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

“ჰოლიდეი ინნ”-ში კი, დღის გამნავლობაში კამათობდნენ ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტზე.

გობეჯიშვილი, რომელიც გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. მან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს დაუჭერდა. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და იგი სხვა დელეგატმა შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები