„საქართველოს ფოსტა”, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების, ამანათებს უკრაინის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „საქართველოს ფოსტა” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „საქართველოს ფოსტის” ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.