LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტის” პრივატიზაციის საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო

70
107422794-1735980516554765-7956910248983859780-o

ნათია თურნავა აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტის” პრივატიზაციის საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზაციის საკითხი მიმდინარე წელს იდგა დღის წესრიგში, თუმცა აღნიშნულ საკითხს მთავრობა მომავალ წელს დაუბრუნდება.

„საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით გვქონდა გეგმა. დავიწყეთ კიდეც ამაზე მუშაობა, ჩვენს მიერ მოწვეული საერთაშორისო აუდიტი იყო შესული, რომელთაც უნდა გაეკეთებინათ შეფასება, რადგან მთავარი ამოცანა იყო პრივატიზაციის იმდაგვარად დაგეგმვა, რომ სოციალური საკითხები ყოფილიყო დაცული. სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას ფოსტა აუცილებლად უნდა მოემსახუროს და ეს უნდა ყოფილიყო ინვესტორისთვის ვალდებულება, თუმცა, პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები“, – აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ უფრო უპრიანია საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდნენ, როდესაც ბიზნესგარემო გაუმჯობესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g