LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები

80
memorandumi3

„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივითა და „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის“ მხარდაჭერით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება გულისხმობს, დეპარტამენტის მხრიდან ფოსტისთვის საქართველოს, კერძოდ, კი აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალის გადაცემასა და სარგებლობის უფლების მინიჭებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, „საქართველოს ფოსტის“ რიგ სერვისცენტრებში, რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები.

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი, კერძოდ აჭარაში 7 სერვისცენტრი ოპერირებს.

„საქართველოს ფოსტის“ მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g