LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ფრთხილი კი არა, ვასალური პოლიტიკით არის დაკავებული: ნინო ბურჯანაძე

115
ნინო ბურჯანაძე

სიფრთხილე ცუდი არ არის, როდესაც ის გონიერებასთან არის კავშირში, უბრალოდ სიფრთხილე არ უნდა გადაიზარდოს მშიშრობაში და პოზიციის გამოხატვისგან თავის არიდებაში, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს.

ბურჯანაძის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის მსგავსი ესკალაცია და დაპირისპირება დიდი ხანია არ ყოფილა, რაც, მისი შეფასებით, არის შემაშფოთებელი.

მისივე შეფასებით, როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება არაერთ ადამიანს აქვს.

magti 5g