საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ინფლუენსერები და ვიდეოგრაფები წამყვანი საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმებისთვის ვიდეორგოლებს ამზადებენ.
ტურის ფარგლებში 7 კაციანი ჯგუფი თბილისში გადაიღებს ნარიყალასა და მთაწმინდას, კახეთში – ნაფარეულს, ყვარელს, მარნებს და ქვევრის მუზეუმს. ტურის მონაწილეები ასევე ეწვევიან მცხეთა-მთიანეთს, გადაიღებენ გერგეტის სამებას, სტეფანწმინდასა და გუდაურს, ქვემო ქართლში – დაშბაშის კანიონს, იმერეთში – ქუთაისსა და წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, სამეგრელოში – მარტვილის კანიონს, სვანეთში – უშგულსა და მესტიას, აჭარაში – ბათუმსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.
ვიდეოკლიპში წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ბუნება, სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები, ქართული სამზარეულო და ღვინო.
