საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი ითხოვს, ამერიკელ ექიმს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცენ.
„ჩვენ გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ”, – აღნიშნა მასიმო დანჯელომ კლინიკა „ვივამედთან“.
მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებართვის მისაღებად აშშ-ს და უკრაინის საელჩოებთანაც მუშაობენ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალ კლინიკაში სააკაშვილის მოსანახულებლად ნევროლოგი უნდა შევიდეს.