LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატზე: ჩვენი კანონმდებლობით, პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ სასამართლოში „სასამართლო მეგობრის” დასკვნას წარმოადგენს

37
Untitled design (5)

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით ამერიკელი ადვოკატი იმყოფება.

როგორც სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მასიმო დანჯელო ექსპრეზიდენტთან სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებს.

მისივე თქმით, ამერიკელ ადვოკატს, საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ, ის სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ დასკვნას წარადგენს:

„ადვოკატს მსგავსი ტიპის საქმეებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი ცნობილი ადამიანის საქმეში იყო ჩართული. ამ საქმეში ჩაერთო, როგორც ამერიკელი ადვოკატი, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით, მას სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ, იგი წარმოადგენს სასამართლოში “სასამართლო მეგობრის” დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება აშშ-ის პრაქტიკა მსგავსი ტიპის საქმეებზე და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა.

მიხეილ სააკაშვილთან სამართლებრივ საკითხებზე ექნება საუბარი. მუხლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ – 238-ე მუხლი, ერთადერთი მუხლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც სამართალი და მედიცინა გაერთიანებულია.

ამდენ ხანს საქართველოში რაიმე კონკრეტული მყარი პრაქტიკა ჩამოყალიბებული არ იყო. ამ საქმეზე ეს პრაქტიკა ჩამოყალიბდა და ძალიან საინტერესო პროცესი იქნება, თუ საბოლოოდ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული იქნება, რომ მძიმე ავადმყოფია.

რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, დღეს ან ხვალ ჩამოვა ორი ექსპერტი. მომდევნო კვირის დასაწყისში საექსპერტო სამუშაო ბატონ სააკაშვილთან უკვე დამთავრებული იქნება. დაველოდებით მათ წერილობით დოკუმენტაციას, რომელიც ძალიან შემჭიდროებულ ვადებში იქნება, რადგან ეს ექსპერტები საქმის მასალებს იცნობენ. მოთხოვნა იყო, რომ პირადად შეხვედროდნენ და გაესინჯათ პაციენტი“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები