სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, ავტოკეფალია არის დიდი მონაპოვარი და დიდი ძალა. საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ადგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.
”მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, – მიმართა პატრიარქმა კონფერენციის მონაწილეებს.
პატრიარქმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღევანდელი დღის აღსანიშნავად ხატი გადასცა.