LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება” – თინა ხიდაშელი

153
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება.

მისივე თქმით, აქვს განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ, ხელი აიღო ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროსთან აკავშირებდა.

„ქვეყანამ, სავარაუდოდ, დაკარგა იმედი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რაიმე პროგრესი შესაძლებელია, ამიტომ ახლა ძალაუფლების შენარჩუნების გარდა ორიენტირი არ აქვთ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის რაც დასჭირდებათ, ყველაფერს გააკეთებენ. ამ გზაზე ყოველთვის ყველა ხელისუფლება უშვებს შეცდომას. ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებსა და ინსტრუმენტებს ისინი სულ სხვაგვარად ხედავენ ხოლმე, ვიდრე საზოგადოება.

საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, ძალიან სახიფათო ზღვარზე დადის, ყოველდღიურად წითელ ხაზებს ლახავს – მაქვს განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ, ხელი აიღო ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროსთან აკავშირებდა”, – აცხადებს ხიდაშელი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები