LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ხელისუფლება საკუთარი შეცდომების მსხვერპლი გახდა“ – ხათუნა ლაგაზიძე

166
ხათუნა ლაგაზიძე

„რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს ეს არის ტონის გამკაცრება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც პირდაპირ პროპორციულია იმ განცხადებების, რომელსაც დასავლეთი ისმენს საქართველოს ხელისუფლებისგან და რომელიც არაფერია თუ არა დასავლეთისგან დისტანცირების თვალსაჩინო მცდელობა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ.

გადაცემაში „დღის თემა“ მან ბრიუსელში ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებების მსხვერპლი გახდა.

კალიურანდი: დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა – არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა

„საკუთარი შეცდომების მსხვერპლი გახდა  საქართველოს ხელისუფლება. მან იმდენი მცდარი ნაბიჯი გადადგა დასავლეთთან მიმართებით, იმდენად დაშორდა მას, რომ რეალურად დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგა  საქართველოს აღარ ხურავს, იმ დოზითაც კი რა დოზითაც მას ჰქონდა თუნდაც უკრაინის ომამდე. ამ პირობებში ის უფრო და უფრო ეფლობა რუსულ ჭაობში და უფრო და უფრო ხდება იძულებული მიჰყვეს რუსეთის დირექტივებს“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. პოლიტოლოგმა ევროპარლამენტარ  მარინა კალიურანდის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას თქვა რომ მისი კრიტიკა ობიექტურია და ამაზე ფაქტები მეტყველებს.

„ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას“ – კალაძე კალიურანდის განცხადებაზე

შეგახსენებთ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას და ეს არა იმიტომ, რომ მან ვერ მოახერხა რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევება.

„ის ჩამორჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამო. პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას აწყობდნენ „უცხოური აგენტების შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გამო, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში განაცხადა, რომ ლგბტ-ების უფლებების ხელშეწყობა არის უმცირესობის ძალადობა უმრავლესობის მიმართ. მთავრობისა და მმართველი პარტიის რუსეთთან მიმართ ორაზროვანი პოზიციის გამო, რაც გამოხატულია ხელისუფლების დაჟინებული უარით, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს და ახლახან განახლებული პირდაპირი ფრენებით რუსეთსა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g