LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ხელისუფლება საოცრად ადეკვატურად იქცევა, სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს: მარგარიტა სიმონიანი

860
Untitled design (5)

“საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივას ბუჩაში მომხდარი პროვოკაციის გენოციდად აღიარების შესახებ არ განიხილავს”, – ამის შესახებ “ტელეგრამში” ინფორმაციას “სპუტნიკ საქართველო” ავრცელებს.

სწორედ ამ ინფორმაციას ეხმიანება რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი და საკუთარ “ტელეგრამ-არხზე” წერს, რომ “საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა”.

სიმონიანი აქვე სვამს კითხვას, ხომ არ გაეუქმებინა რუსეთს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა:

“საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ ვითარებაში, ზოგადად, საოცრად ადეკვატურად იქცევა.

სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს ჩვენს სამშვიდობოებს ესროლა, თავად დააპატიმრეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ОДКБ-ის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ზოგიერთი წევრის.

ხომ არ გავაუქმოთ მათთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან”, – წერს სიმონიანი.

„გინდათ, ეს ომი ხვალვე მოვიგოთ? 300 ათასი კაცი უნდა მოკვდეს“ –  მარგარიტა სიმონიანი

„ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდი იყო“ – მარგარიტა სიმონიანი კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ირონიული პოსტით ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g