“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ შემიმჩნევია. ხალხი რომ მხარს გვიჭერს, ეს თვალსაჩინოა” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი განაცხადა.
არესტოვიჩის პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ ქმედებებთან დაკავშირებით უკრაინის მხარეს.
“რა ქმედება შეიძლება აღვიქვათ მხარდაჭერად? შეიძლება რაღაც გამომრჩა, უბრალოდ არ ვიცი. მსგავსი არაფერი შემიმჩნევია” – პასუხობს არესტოვიჩი.
მისი თქმით, საქართველოს დამოკიდებულება ჰგავს ისრაელის მდგომარეობას.
“ისრაელის მოქალაქეების უმრავლესობა მასობრივად მზადაა დაგვეხმაროს, მათ შორის იარაღით. შეიძლება რაღაც განცხადებები ან ქმედებები იყო, მაგრამ მე არ შემიჩნევია, თუ რამე ასეთი იყო ჩვენს მხარდასაჭერად მთავრობის მიერ. კი, ხალხი რომ მხარს გვიჭერს, ეს თვალსაჩინოა და ძალიან კარგად ჩანს, – ამბობს არესტოვიჩი.
[მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]
